LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა კარპი: „ხვალ ჩემი დაბადების დღეა, რომელსაც სევდიანად ვხვდები… ჩემთვის საუკეთესო საჩუქარი იქნებოდა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა…“

894
მარინადაგიგი

„მგზავრების“ სოლისტის გიგი დედალამაზიშვილის უკრაინელი მეუღლე, მარინა კარპი ხვალ დაბადების დღეს აღნიშნავს და საჩუქრად მხოლოდ ერთ რამეს ნატრობს:

„ხვალ ჩემი დაბადების დღეა. არ მახსოვს, რომ 11 მაისს ასეთი სევდიანი შევხვედროდი. ჩემთვის საუკეთესო საჩუქარი იქნებოდა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა, მშვიდობიანი ცა, ბავშვების შინ დაბრუნება. ძალიან ტრივიალურ რაღაცებს ვამბობ, ალბათ, მაგრამ ჩვენ ყველანი ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობთ: მხოლოდ ჩვენს სახლზე, მხოლოდ ჩვენს საყვარელ ადამიანებზე, მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებაზე. ასე არასდროს მნდომებია ჩემი მეგობრების შეკრება, პინგვინების ცეკვის შესრულება და დაბადების დღის აღნიშვნა, მაგრამ…

მაგარია, რომ ხვალ თბილისში „მგზავრების“ საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება უკრაინის მხარდასაჭერად. არ ვიცი, რამდენად არის ეს დამთხვევა, მაგრამ ხვალ სითბოს შევიგრძნობ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g