დიზაინერი მარინა ნაცვლიშვილი მომხმარებელს ვერცხლის სამკაულებს სთავაზობს. საყურეები, ბეჭდები, კულონები, გულსაბნევები და სამაჯურები – მსურველს ამ ყველაფრის შეძენა 150$-დან 350$-ის ფარგლებში შეუძლიათ.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ნაცვლიშვილმა განაცხადა, ყველა ნივთს თავად ქმნის და მხოლოდ ნატურალურ თვლებსა და გრანირებულ ვერცხლს იყენებს.
”დიზაინერობა ორი წლის წინ დავიწყე. არასოდეს ვიღებ კონკრეტულ შეკვეთებს, რადგან ჩემი ნამუშევრები ექსკლუზიურია. გარდა ამისა, ჩემს მიერ შექმნილ სამკაულებს ისეთი ცნობილი ადამიანები ყიდულობენ, როგორებიც არიან ნინო კასრაძე, ქეთა თოფურია”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, გაზაფხულზე იგეგმება აქსესუარების გამოფენა–გაყიდვა. სამკაულების შეძენა მომხმარებელს სოციალური ქსელის გარდა, (https://goo.gl/2Yk4Sq) ”თბილისი მერიოტში”, ”გალერეა შარდენსა” და ლადო გუდიაშვილის სახლ–მუზეუმში შეუძლია.