LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა სალუქვაძე: “დღეს გამოვაცხვე ხუთი ნამცხვარი, ხაჭაპური და გავაკეთე სენდვიჩები, მზად ვარ კურიერობაც შევითავსო, მხოლოდ იმიტომ, რომ გადავრჩე…”

3261
marinasalukvadze2011

ტელეჟურნალისტი მარინა საულქვაძე მეუღლესთან, მუსიკოს ზაზა მარჯანიშვილთან ერთად “ტვ პირველის” გადაცემას “პირველი ხაზი” სტუმრობდა. კაფე “ზაზანოვას” მფლობელებმა ისაუბრეს იმ მძიმე ყოფის შესახებ, რომელშიც ბოლო პერიოდში არიან. მარინა სალუქვაძე აღნიშნავს, რომ თავად დგას გაზქურასთან და აცხობს, რომ ელემენტარული შემოსავალი მიიღოს და თავი გადაირჩინოს.

მარინა სალუქვაძე:

ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ საქართველოში, შეიძლება, მთელ მსოფლიოშიც, ყველაზე კარგი ბიზნესი არის პოლიტიკა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ არც ერთი არ ფიქრობს თავის ქვეყანაზე, ეს არის მხოლოდ პიარი, როცა რაიმესთვის სჭირდებთ. ერთი ებღაუჭება სკამს, მეორე მორბის და ის სკამი უნდა წაართვას და ამას ყველა გადაგვაყოლეს. ეს კოვიდამდეც ასე იყო. ხელისუფლება ახლა გაჭირვებაშია და რაღაც უნდა ქნას, მაგრამ ხალხმა რა დააშავა. ზაზამ ახსენა “ზაზანოვა”, ეს იყო მუსიკოსების სახლი, ჩვენ მუსიკოსებს ფულს ვეღარ ვუხდით. ჩვენ სახლშიც არ გვაქვს ფული. მე პირადად ვდგავარ გაზქურასთან, მინდა კურიერობის შეთავსება, მაგრამ თურმე, საშვი არ შეიძლება, მაინცდამაინც მოტოციკლეტზე უნდა იჯდე, რომ საშვი მოგცენ.

ნუთუ არ მოიძებნება ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელიც მხოლოდ სკამზე არ იფიქრებს?! პოლიტიკა არ უნდა იყოს ბიზნესი, იფიქრონ ხალხზე, მოსახლეობაზე, რა დააშავეს ან მიმტანებმა, ან მზარეულებმა, ან არაჩვეულებრივმა მუსიკოსებმა? სამასი ათასი ადამიანია ამ სფეროში. ყველა გაჭირვებულ დღეშია. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს დაბარება და შეკითხვა, ჩამოხრჩობა გინდა თუ თავის მოკვლაო, ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობის აღება აღარ უნდათ. ჩვენს სფეროში არის მხოლოდ მინუსში. როცა ჩვენი სფერო ითხოვს, რომ ანგარიშები არ გაუყინონ, შეუვალი არის სახელმწიფო. ხალხზე ხომ უნდა ზრუნავდნენ? ხალხი ხომ უნდა იყოს პრიორიტეტი? რა დააშავეს ჩემმა არაჩვეულებრივმა მეგობრებმა, რომლებიც უმუშევრები არიან. ვინც საჯარო სამსახურშია, მას აქვს ფუფუნება, ეშინოდეს და იჯდეს სახლში. ჩემს თანამშრომლებს ამის ფუფუნება არ აქვთ.

ახსენეთ, რომ კურიერობა გინდათ. მართლა გულწრფელად ამბობთ?

ეს არის ჩვენი ოჯახის ერთადერთი გზა. ვინაიდან “ზაზანოვა”, რომელიც თუმანიშვილის თეატრშია, ფაქტობრივად, ვეღარ ფუნქციონირებდა, გადავწყვიტეთ, გაგვეხსნა სენდვიჩების პატარა კუთხე, რომ ასე შეგვენახა ჩვენი თავი და ჩვენი თანამშრომლები. აქ არ არის საუბარი საბანკო ვალის დაფარვაზე, სახლ-კარის შენარჩუნებაზე, რომელიც ჩადებული გვაქვს, აქ არის ბრძოლა გადარჩენისთვის. ის, რომ ოჯახში გყავს ავადმყოფი, წამალი უყიდო, ამაზეა საუბარი, სხვაზე არაფერზე ვოცნებობთ. მოვა შეკვეთა, მე წავიღებ, ზაზა წაიღებს, ოღონდაც გადავრჩეთ. არა, როგორ გეკადრება! თურმე მარინა საულქვაძეს კურიერობა არ ეკადრება და არ სჯერათ, რომ მე ამას ვაპირებ. მინდა ვუთხრა ამ გადაწყვეტილების მიმღებებს, მე დღეს გამოვაცხვე ხუთი ნამცხვარი, რომელიც გაიყიდა და ბედნიერი ვარ, გავაკეთე ხაჭაპური, სენდვიჩები და ა.შ. და მე ეს არ მეთაკილება, ბევრისგან განსხვავებით. თქვენ რომ სხედხართ თქვენს სკამებზე და გარანტირებული ხელფასები გაქვთ, სხვებზეც იფიქრეთ ცოტა და ცოტა გიყვარდეთ თქვენი თანამოქალაქეები და თქვენი ქვეყნის მოსახლეობა. არ შეიძლება მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი! ცოტა გონზე მოდით!!!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g