LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინამ ერთი კვირის წინ დამირეკა, ძლივს მელაპარაკა, მაგრამ ერთი წუთით არ დაუშვია რომ ასეთი დასასრული იქნებოდა – ნიკოლოზ წულუკიძე

1431
page

ნიკოლოზ წულუკიძე სოციალურ ქსელში, მსახიობ მარინა ჯანაშიას გარდაცვალებას ეხმაურება.

მსახიობი მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა

„მარინამ ერთი კვირის წინ დამირეკა, ძლივს მელაპარაკა, მაგრამ ერთი წუთით არ დაუშვია რომ ასეთი დასასრული იქნებოდა.

სამი მსახიობის (მედეა ჩახავა, სალომე ყანჩელი, მარინა თბილელი) 100 წლის იუბილეზე მეკითხებოდა. გულისწყვეტაც შევატყვე, რომ ჩვენთან ერთად არ იდგა სცენაზე. გული მეწვის რომ ,,მოხუცი ჯამბაზების” ერთ-ერთი მთავარი ჯამბაზი მოხუცი ვერ გახდა, ძალიან ადრე წავიდა, ძალიან…

თემო გოცაძემ მითხრა მარინას გარეშე ცხოვრების მეშინიაო. გითანაგრძნობთ და გამძლეობას გისურვებთ ბატონო თემო“, – წერს ნიკოლოზ წულუკიძე.

შეგახსენებთ, 71 წლის ასაკში მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g