LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”მარიონელაში” 20-50%-იანი ფასდაკლება დაიწყო

1022

მაღაზია ”მარიონელა” მომხმარებელს გარკვეულ მოდელებზე 20%-დან 50%-მდე ფასდაკლებას  სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ”მარიონელას” დირექტორმა მედეა გლოველმა განაცხადა, მათი ბოლო კოლექცია გაშლილი, პომპეზური, თვლებითა და მაქმანებითაა გადატვირთული.

მისივე ინფორმაციით,  მათ მიერ შექმნილი საქორწილო და საღამოს კაბები უმეტესად  აბრეშუმის, ატლასის, მაქმანებისა და წულისაგან იკერება, გაფორმება კი ”სვაროვსკის” კრისტალებით ხდება.  

მარიონელაგთავაზობთ ექსკლუზიური საქორწილო კაბების ფართო არჩევანს. ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ, იქირაოთ, ან შეიკეროთ ნებისმიერი დიზაინის საქორწილო, ან საღამოს კაბა. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ პროფესიონალი სტილისტებისა და ვისაჟისტების მომსახურებით”, – განაცხადა გლოველმა.

”მარიონელა” 20 წელია რაც ქართულ ბაზარზე არსებობს და ფილიალები თბილისში ჯავახიშვილის 12 ნომერში, ბათუმსა და ქუთაისში აქვს. მაღაზია ყოველდღე 11:00-დან 19:00 საათამდე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები