LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიტა მეფარიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა

221
Untitled design

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა. პრეზიდენტმა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

13 წლის მარიტა მეფარიშვილს 15:00 საათზე დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ფოტო: ინტერპრესნიუსი
magti 5g