LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიტა მეფარიშვილს ხვალ დაკრძალავენ

313
მარიტა მეფარიშვილი

მარიტა მეფარიშვილს, რომელიც გუშინ, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, ხვალ, 15 ოქტომბერს დაკრძალავენ.

მოზარდს ჯერ ვაკის სამების ეკლესიაში გადაასვენებენ, საიდანაც ოჯახის წევრები, მეგობრები და მოქალაქეები უკანასკნელ გზაზე გააცილებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ვაკის პარკში, უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 არასრულწლოვანს კი დენმა დაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g