LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიტა მელიქიშვილი – „მთელი ცხოვრება დედამთილთან უნდა ვიცხოვრო, ასე გადავწყვიტეთ…“

1254
340626140_1024492881849891_8551925054694539477_n

„მთელი ცხოვრება დედამთილთან უნდა ვიცხოვრო, ასე გადავწყვიტეთ,“ – აღნიშნულის შესახებ გიორგი გასვიანის მეუღლემ, მარიტა მელიქიშვილმა გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

მელიქიშვილი გადაცემას დედამთილთან და პატარა გალასთან ერთად სტუმრობდა.

თავის მხრივ, გიორგი გასვიანის დედამ, რუსუდან კაჭარავამ აღნიშნა, რომ მარიტას არა რძლად, არამედ შვილად თვლის.

მარიტა მელიქიშვილი: კერძებს ვაკეთებთ ერთად, გალას ვუვლით ერთად, მთელი დღის განმავლობაში ვართ ერთად. გიორგი დაკავებულია, მარტო რომ ვცხოვრობდეთ, გამოდის, რომ მთელი დღე უნდა ვიყო მარტო და პირიქით ძალიან კარგია ერთად რომ ვცხოვრობთ იმიტომ, რომ ერთმანეთს ვახალისებთ, ვართობთ და დროც მალე გადის.

რუსუდან კაჭარავა: თავიდანვე ასე თქვა, მე მინდა თქვენთან ერთად ცხოვრებაო, თავიდანვე ასეთი განწყობით იყო. გიორგის მეგობრებს უფრო უკვირდათ, ალბათ ცალკე იცხოვრებო, ეუბნებოდნენ. მაგრამ გიორგისაც არ უნდოდა ცალკე ცხოვრება, გიორგიც ასეთი განწყობით იყო. ამათ გარეშე ცალკე, სხვაგან ცხოვრება გამიჭირდებოდა ძალიან…ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეული იქნებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები