მომღერალი მარიტა როხვაძე სოციალურ ქსელში აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოში რუსებისთვის ბინების მისაქირავებლად საფასური გააძვირეს, ქართველ მდგმურებს უარი უთხრეს და რუსეთიდან ჩამოსულებზე აქირავებენ.
გთავაზობთ მომღერლის პოსტს ამ თემაზე:
„სათითაოდ გამოგაჭენებთ სულ ყველას ფოტოებიან-ოჯახიანად, ვინც აქამდე 500-600 ლარად აქირავებდით ბინებს და უცებ ჰოოპ, 500-600 დოლარი დაადეთ ფასი და რუსებს მიაქირავეთ!!! გაყიდვაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი!!! საკუთარ ხალხს გარეთ ყრიან და რუსებს უშვებენ, ხალხო, გესმით, რა ხდება???
მიმიფურთხებია თქვენნაირი ქართველებისთვის, თქვე გამყიდველებო!..“
