მარიუპოლელმა დედამ შვილებს ხელებზე სისხლის ჯგუფი დააწერა, იმ შემთხვევისთვის, თუ დაბომბვისას, ნანგრევებიდან ამოყვანილებს სისხლის გადასხმა დასჭირდებათ.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” უკრაინელი ჟურნალისტი, ანასტასია ლაპატინა წერს.
“მარიუპოლიდან გამოქცეულმა ქალმა მითხრა, რომ შვილებს ხელებზე სისხლის ჯგუფი დააწერა, იმ შემთხვევაში, თუ რაკეტა მათ სახლს მოხვდა და თუ ისინი ნანგრევების ქვეშ მოხვდებიან,” – წერს ჟურნალისტი.
რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში


