LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლიდან 344 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

100
mariupol

მარიუპოლიდან ევაკუაციის ოპერაციის მეორე ეტაპი დასრულდა. ქალაქიდან და მისი შემოგარენიდან 344 ადამიანი გადაარჩინეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევაკუირებული მოქალაქეები ზაპოროჟიეში ჩავლენ და მათზე სახელმწიფო განსაკუთრებით იზრუნებს.

„ამდენი ადამიანი გაემგზავრა დღეს ზაპოროჟიესკენ. ჩვენი გუნდი ემზადება მათთან შესახვედრად. ყველა მათგანი მიიღებს განსაკუთრებულ მზრუნველობას სახელმწიფოსგან,”- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მარიუპოლში დარჩენილების ევაკუაციისთვის ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო.

„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ხალხის გადარჩენას აზოვსტალიდან, მარიუპოლიდან. ჯერ კიდევ არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები, ბავშვები. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა მათი გადასარჩენად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ფოტო: asia.nikkei.com

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g