მარიუპოლიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის ღონისძიება გრძელდება.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელმა ალექსეი გრომოვმა განაცხადა.
მისივე ცნობით, მარიუპოლის მიმართულებაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს.
„მარიუპოლის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა შემცირებულია. ამ დროისთვის გრძელდება ღონისძიებები ჩვენი გმირების ევაკუაციისთვის“, – განაცხადა გრომოვმა ბრიფინგზე.