LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლის მცველების დანებებაზე დეზინფორმაცია ვრცელდება – რა განმარტებას აკეთებს “აზოვის” პოლკი

258
7184bfe-gettyimages-1240425845--1-

გავრცელდა დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზოვის პოლკი, რომელიც მარიუპოლში, აზოვსტალშია გამაგრებული დანებდა. წერენ, თითქოს მარიუპოლის მცველებმა თეთრი დროშა აღმართეს და რუსებს ჩაჰბარდნენ.

აზოვის პოლკის პრესსამსახური ამ ცნობებს უარყოფს და განმარტავს, რეალურად რისთვის იყენებენ თეთრ დროშას.

მათი განცხადებით, ეს ევაკუაციის ნიშანია და პროცესის დაწყების დროს რუსებიც აღმართავენ.

“ორივე ჯგუფმა ასეთი დროშები გამოიყენა აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის. აღვნიშნავთ, რომ ეს პროცედურა უკვე მეოთხედ ტარდება”, — განაცხადეს აზოვის პოლკში.

შეგახსნებთ, რამდენიმე წუთის წინ უკრაინის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზოვსტალიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია. მისი თქმით, მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაციის ეს ნაწილი დასრულდა.

“პრეზიდენტის ბრძანება შესრულებულია: ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი, რომელიც “აზოვსტალის” ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ევაკუირებულია” – უკრაინის ვიცე-პრემიერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g