„მარიუპოლის მახლობლად, მანგუშ-ნიკოლსკოე-იალტის დასახლებების გასწვრივ ოკუპანტები 20 000-ზე მეტ მოქალაქეს ფილტრაციის ბანაკებში აჩერებენ“,– ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პიოტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის აღნიშნული ქმედება, მიზნად მოქალაქეთა ევაკუაციის პროცესის შეფერხებას ისახავს.
„დეპორტაცია და ფილტრაცია – განახლებული მონაცემებით, დღეს ოკუპანტებს მინიმუმ 20 ათასი ადამიანი ჰყავთ ფილტრაციის ბანაკებში მანგუშ-ნიკოლსკოე-იალტის ხაზის გასწვრივ და მიზანმიმართული შეფერხებისა და ფილტრაციის პროცედურის შენელების გამო ხელს უშლიან ევაკუაციის პროცესს. ასევე, სოფელ ბეზიმიანოეში არსებულ ფილტრაციის ბანაკში დეპორტაციის მომზადების ეტაპზე კიდევ 5-7 ათასი ადამიანი იმყოფება“, – წერს ანდრიუშჩენკო.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის დაწყებიდან მარიუპოლში 20 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
