ოკუპირებულ მარიუპოლსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სულ მცირე 10 300 ახალი საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია და გამოცემა Associated Press-მა გაავრცელა და სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა.
ამავე ცნობებით, საფლავების უმეტესობა სტარი კრიმის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზეა. მარტიდან დეკემბრამდე გადაღებული სატელიტური ფოტოების ანალიზის შედეგად დადგინდა ის ადგილები, რომლებიც ოკუპანტებმა მასობრივი საფლავებისთვის გამოიყენეს.