LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლში დაღუპული 210 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი უკვე უკრაინაშია – თავდაცვის სამინისტრო

69
mariupoli

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვოს მთავარი სამმართველოს ცნობით, 7 ივნისის მდგომარეობით, მარიუპოლიდან 210 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი უკვე უკრაინაშია.

“მარიუპოლში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების დაბრუნების პროცესი, ტყვეთა მკურნალობის საკოორდინაციო შტაბის ძალისხმევით მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინაში დაბრუნებული ცხედრების უმეტესობა “აზოვსტალის გმირი დამცველები” იყვნენ.

საკოორდინაციო შტაბი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სახელით ყველა გარდაცვლილის ცხედრის დაბრუნებაზე მუშაობს, ისევე როგორც 2500 ტყვეზე, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის ძალების პატიმრობაში იმყოფებიან.

„ყველა დაღუპული ჯარისკაცი უნდა დაბრუნდეს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და თითოეულ მათგანს გმირებისთვის კუთვნილი პატივით გავაცილებთ ბოლო გზაზე. მუშაობა გრძელდება ყველა დატყვევებული უკრაინელი დამცველის სახლში დასაბრუნებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g