მარიუპოლის მერის მონაცემებით, ალყაში მოქცეული საპორტო ქალაქის სულ მცირე, 5000 მცხოვრები, მათ შორის, 210 ბავშვი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
,,ინტერფაქსის” ინფორმაციით, მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ კვირის მდგომარეობით, მარიუპოლში, 170 000 მცხოვრები დარჩა.
როგორც BBC იუწყება, მონაცემების მიხედვით, ქალაქის მრავალსართულიანი კორპუსების 90% დაზიანებულია, ხოლო მათგან 40%-ზე მეტი განადგურებულია. 7 საავადმყოფოა დაზიანებული, მათგან 3 – მთლიანად დანგრეული. რაც შეეხება სკოლებს, 57 სკოლა დაზიანდა, მათგან 23 კი – დაინგრა.