LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 პატარა გოგონაა

204
მარიუპოლი

მარიუპოლის სამშობიაროში რუსული თვითმფრინავების ტერორისტული დაბომბვის შედეგად დღეის მდგომარეობით, 17 დადასტურებული დაშავებულია (ბავშვები, ქალები, ექიმები).  ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი პატარა გოგონაა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით თავდასხმის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.

„რუსული იარაღი განზრახ და უმოწყალოდ კლავს მარიუპოლის მშვიდობიან მოსახლეობას. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს რუსეთის დანაშაულების შესახებ კაცობრიობის, უკრაინის და მარიუპოლის ხალხის წინააღმდეგ!“, – ნათქვამია საქალაქო საბჭოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 9 მარტს მარიუპოლის დაბომბვის შემდეგ, მსოფლიომ იხილა სამშობიაროს დაბომბვის საშინელი კადრები, სადაც ჩანს, როგორ ცდილობენ გადარჩენას ორსული ქალები.

რუსული მხარე კი აცხადებს, რომ მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვის კადრები „ფეიკნიუსია“.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები