LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლში ყველა ნანგრევში მკვდარია, სუნი დგას ქალაქში – შეიძლება მოკლული იყოს 20-30 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე: ირაკლი ქურასბედიანი

426
ირაკლი ქურასბედიანი

„მარიუპოლში ყველა ნანგრევში მკვდარია, სუნი დგას ქალაქში – შეიძლება მოკლული იყოს 20-30 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე“, – ამის შესახებ ვიცე-პოლკოვნიკმა, ირაკლი ქურასბედიანმა უკრაინიდან ჩართვისას „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„უკვე რომ დათბა და სიცხეა, მთელ ქალაქში, ყველა ნანგრევში, ყველგან მკვდარია. მიუხედავად იმისა რამდენი დამარხეს, თხრიან ერთ დიდ ორმოს და ყრიან შიგნით, მაგრამ სუნი დგას ისეთი მთელ ქალაქში, რომ რეალურად ნორმალური ადამიანი ვერ გაივლი. ალბათ 20-30 ათასი შეიძლება, იყოს მოკლული, მეტი თუ არა, მშვიდობიანი მოსახლეობა.

სუნი დგას ქალაქში იმიტომ, რომ ნანგრევებში უკვე დაიწყო გახრწნა სხეულების. არავის არ გამოჰყავს, ფასადები რაც გაწმინდეს ეგაა, თორემ დანარჩენი ყველა ნანგრევი სავსეა, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე, როცა დაბომბვა იყო, დამარხეს, ვინც ქუჩაში იყო გაწმინდეს და გაიყვანეს ორმოებში. ძირითადად ხალხი სახლში იმალებოდა, ძირითადი დანაკარგები სწორედ კორპუსების ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ხალხია“, – განაცხადა ირაკლი ქურასბედიანმა.

magti 5g