LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარჯანიშვილის თეატრი პრემიერით იხსნება

510
theatrenews20345

მარჯანიშვილის თეატრში პრემიერაა. სეზონი ახალი სპექტაკლით გაიხსნება და მისი საპრემიერო ჩვენებები შედგება 3, 4,  10 და 11 აპრილს. მარჯანიშვილის თეატრი წარმოგიდგენთ ფიოდორ დოსტოევსკის „დანაშაულს და სასჯელს“. ინსცენირების ავტორები: ლევან წულაძე, თემო კუპრავა

რეჟისორები: ლევან წულაძე, თემო კუპრავა

სცენოგრაფია ლევან წულაძის

კოსტიუმების მხატვარი: ნინო სურგულაძე

ქორეოგრაფი: თინათინ წულაძე

მუსიკალური გამფორმებელი: ზურაბ გაგლოშვილი

ვიდეოინსტალაცია: დავით დვალიშვილი

რეჟისორის თანაშემწე: ნინო ჟორჟოლიანი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

რასკოლნიკოვი – პაატა პაპუაშვილი

პორფირი – ნიკა კუჭავა

სონია – ანუკა გრიგოლია

მარმელადოვი, ლუჟინი – ბესიკ ბარათაშვილი

რაზუმიხინი – გიორგი კიკნაძე

ალიონა ივანოვნა, კატერინა – თამარ ბუნიკაშვილი

დუნია – ლელა მებურიშვილი

სპექტაკლის შესახებ:

როგორც სპექტაკლის ავტორები ამბობენ, ერთი წლის წინ ჩაიფიქრეს ტრილოგია ძალადობის თემაზე. პირველი გახლავთ ტოლსტოის „კრეიცერის სონატა“ , რომელიც ოჯახური ძალადობის თემას ეხება.

მეორე ნაწილია ფიოდორ დოსტოევსკის ,,დანაშაული და სასჯელი,“ – სადაც ნაჩვენებია ძალადობის საშუალებით წარმატების მიღწევის და შინაგანი მიზნების გადალახვის სურვილი და ამავდროულად მისი დამანგრეველი ძალის სირთულე.

ტრილოგიის მესამე ნაწილზე ჯერ კიდევ ფიქრობენ, თუმცა ეს შეიძლება იყოს დოსტოევსკის ,,ეშმაკეულნი“, რომელიც ძალადობას სოციალურ – პოლიტიკურ ჭრილში გამოხატავს და იმარჯვებს კიდეც ბოროტი ძალა.

„პანდემიის პერიოდმა გვაიძულა ამ სპექტაკლის რეპეტიციები 9 თვის განმავლობაში გაგვეგრძელებინა. დრომ შემოქმედებით ჯგუფს საშუალება მოგვცა ამ გენიალურ ნაწარმოებს საფუძვლიანად ჩავღრმავებოდით, ამით დიდი საჩუქარი გავუკეთეთ ჩვენს თავს, ინტელექტუალებს და არა მხოლოდ მათ…“, აღნიშნულია თეატრის განცხადებაში.

ხანგრძლივობა: 170 წუთი, ერთი შესვენებით

ბილეთის ფასი: 25, 15 ლარი

დასაწყისი 16:00 საათზე

სპექტაკლები გაიმართება ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით.

magti 5g