კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში კინორეჟისორის, მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
საღამოზე, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა, კინორეჟისორმა განვლილ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრა.
სამინისტროს განცხადებით, ნაჩვენები იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელშიც შესულია ნაწყვეტები მერაბ კოკოჩაშვილის ფილმებიდან „მიხა“, „მწვერვალი“, „დიდი მწვანე ველი“, „ცხელი ზაფხულის 3 დღე“, „ტერცო მონდო“.
ასევე, წარმოდგენილი იყო კინორეჟისორის შემოქმედების სხვადასხვა პერიოდის ამსახველი იშვიათი ფოტოები და მისი წინაპრების ფოტოარქივი.
„2025 წელი „ქართულმა ფილმმა“ მერაბ კოკოჩაშვილის საიუბილეო წლად გამოაცხადა.
21 მარტს, ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმში, მერაბ კოკოჩაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნა, ხოლო უკვდავთა თაღში კინორეჟისორმა და პედაგოგმა საკუთარი ხელის ანაბეჭდი დატოვა.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს გამომცემლობა „ბაკმი“ მერაბ კოკოჩაშვილის ავტობიოგრაფიულ წიგნს გამოსცემს“, – წერია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მერაბ…
Posted by საქართველოს კულტურის სამინისტრო on ხუთშაბათი, 24 აპრილი, 2025