LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარჯანიშვილზე უცხოელი დაჭრეს – როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

248
PATRULI

ურთიერთშელაპარაკება თბილისში და ყელის არეში დაჭრილი უცხოელი – სიტყვიერი შელაპარაკება მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოქალაქემ არაბი კაცი დაჭრა, რომელიც მალევე ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

მას ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული და შესაბამისი სამედიცინო პროცედურების შემდეგ, უცხოელი საავადმყოფოდან გაწერეს. 

5 მკვლელობა, 9 დაჭრა, 3 თავდასხმა, 4 დაყაჩაღება და ა.შ. - იანვრის პირველი 2 კვირის დანაშაულის სტატისტიკა

5 მკვლელობა, 9 დაჭრა, მათ შორის არის 1 პოლიციელი, 3 თავდასხმა და 4 დაყაჩაღება, საიდანაც 1 უცხოელი ბიზნესმენია  – ეს პირველიდან 17 იანვრამდე მომხდარ კანონდარღვევათა არასრული სტატისტიკაა. 2018 წლის პირველიდან 17 იანვრის ჩათვლით საქართველოში კანონდარღვევის 51 ფაქტი გამოვლინდა. ეს ფაქტები კი რამდენიმე კატეგორიად განაწილდა, კერძოდ: მკვლელობა,  ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, ფიზიკური დაპირისპირება, ოჯახური ძალადობა,  ადამიანების გაუჩინარება, […]

რადიო “ფორტუნა” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე უკვე დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები