LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აქცია და ინციდენტი პატრულთან

50

როგორც იცით, ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას ეხება კვირას, პირველ საათზე საპროტესტო აქცია გაიმართა. განვითარებულ მოვლენებსა და შემდგომ ნაბიჯებზე აქციის ერთ-ერთი მონაწილესა და JDM Club Georgia-ს ვიცე-პრეზიდენტს, ივანე ქებაძეს გავესაუბრეთ.

 

პირველ რიგში, პატრულთან მომხდარ ინციდენტზე მოგვიყევი

მანქანების სანაპიროზე გამოჩენიდან რამდენიმე წუთში ჯაჭვის დასაწყისთან გამოჩნდა საპატრულო ეკიპაში , რომელიც მოითხოვდა აქციის მონაწილე ავტომობილების გაყვანას, ჩვენ მას ავუხსენით შეძლებისდაგვარად, რომ იყო მშვიდობიანი, ორგანიზებული და დაანონსებული საპროტესტო აქცია.

 

 

რამდენად ორგანიზებულად ჩაიარა აქციამ და რაიმე ინციდენტს ხომ არ ქონია ადგილი?

აქციის ფორმატი და ეთიკის წესები რამდენიმე გვერდზე იყო გამოქვეყნებული, მათ შორის ჩვეინ კლუბის JDM Club Georgia-ს ოფიციალურ გვერდზეც. აქცია მოიცავდა უწყვეტი ჯაჭვის შეკვრას უკიდურეს მარჯვენა ზოლში სხვა ზოლების შეუფერხებლად, ასევე 2-3 წუთიან საპროტესტო ხმოვან სიგნალს და აქციის მშვიდობიან დასრულებას. ჩვენს მიერ ორგანიზებულმა აქციამ ჩაიარა ყოველგვარი გართულებისა  და ინციდენტის გარეშე.

 

თუ მოჰყვა  რეაგირება აქციას კონკრეტული პიროვნებების მხრიდან ან თუ მოხდა შეხვედრა აქციის ორგანიზატორებთან?

ამ ეტაპზე ჩვენს საპროტესტო აქციას სამწუხაროდ არანაირი რეაგირება არ მოყოლია, თუმცა, იმედია გაითვაისწინებს შ.ს.ს და საქართველოს მთავრობა მთელი საქართველოს მასშტაბით გამოთქმულ პროტესტს და არ წაგვართმევს მარჯვენა საჭიანი მანქანის ყოლის უფლებას და რაც მთავარია ოცნებებს…

 

რა იქნება შემდეგი ნაბიჯი და თუ აპირებთ დამატებითი ღონისძიებების ჩატარებას?

ჯერჯერობით საინიციატივო ჯგუფის შემდეგ ნაბიჯებზე არ ვისაუბრებ, რადგან ველოდებით მთავრობისგან გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს…