უმსხვილესი სოციალური ქსელის, „ფეისბუქის“ დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი დიდი ბრიტანეთის ყველაზე რეიტინგულ გამოცემებში – Sunday Mirror-ში, Sunday Express-სა და სხვებში თავისი კომპანიის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმიანება და საჯაროდ ბოდიშს იხდის.
„ეს თქვენი ნდობის იმედგაცრუებაა და ვნანობ, რომ ამის თავიდან ასარიდებლად მეტი არ გავაკეთეთ. ამჟამად ყველა ზომას ვიღებთ, რომ ეს აღარ განმეორდეს“, – ნათქვამია ტექსტში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მარკმა აღიარა, რომ Cambridge Analytica-მ, რომელიც დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაზე მუშაობდა, მომხმარებელთა პირადი მონაცემები უუფლებოდ გამოიყენა.