Facebook-ის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი, ჰაკერებისგან შემოტევას თავისებურად ებრძვის. როგორც გამოცემა Gizmodo წერს, ის ნოუთბუქზე ვებ-კამერას და მიკროფონს სკოჩით აწებებს.
გამოცემამ ყურადღება მარკის ფოტოზე გაამახვილა, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და სადაც მარკი „ინსტაგრამის“ 500 მილიონიან აუდიტორიას ზეიმობს.

მასზე ცუკერბერგი თავის სამუშაო მაგიდასთან ზის. გამოცემა წერს, რომ ასეთი „პარანოიდული“ დამოკიდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანისგან, გასაკვირი არ არის და ის მთელი ძალით ცდილობს ჰაკერების მსხვერპლი არ გახდეს.
