Facebook-ის დამაარსებლის, მარკ ცუკერბერგის ქალიშვილი ერთი კვირის გახდა. ბედნიერმა მამამ გადაწყვიტა რაც შეიძლება ხშირად გააზიაროს ცხოვრების სასიამოვნო მომენტები, სწორედ ამ მიზნით მან ქალიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც უმოკლეს დროში 2 მილიონზე მეტი „მოწონება“ დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ მარკსა და მის მეუღლეს, პრისცილა ჩანს ქალიშვილი, მაქსი 2 დეკემბერს შეეძინათ. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით მარკმა და პრისცილამ Facebook-ის აქციების 99% ქველმოქმედებაში დახარჯვის შესახებ განაცხადეს, რაც ამ მომენტისთვის 45 მილიონ დოლარს შეადგენს.