ჯენიფერ ლოპესის ყოფილი მეუღლე, მომღერალი, მარკ ენტონი, 57 წლის ასაკში მერვე შვილის მამა გახდა. არტისტსა და მის მეოთხე მეუღლეს, 27 წლის მოდელ, ნადია ფერეირას, მეორე საერთო შვილი, ამჯერად ქალიშვილი, მაილა შეეძინათ.
მარკ ენტონი მე-8 შვილს ელოდება – 57 წლის მომღერლის 26 წლის მეუღლე ემოციურ ფოტოს ავრცელებს
მარკ ენტონიმ და ნადია ფერეირამ სასიხარულო ამბავი სოციალურ ქსელში გააზიარეს. წყვილმა, რომელსაც უკვე ჰყავს სამი წლის ვაჟი მარკო, წერს:
„რა დიდი ბედნიერებაა, რომ შეგვიძლია გაგიზიაროთ ჩვენი ძვირფასი მაილას დაბადება. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად დიდია ჩვენი სიხარული, სახლში უდიდესი ბედნიერებაა“.
ცნობისთვის, მარკ ენტონისა და ჯენიფერ ლოპესის ქორწინება 2011 წელს დასრულდა. წყვილი 10 წლის განმავლობაში იყო ერთად და მათ ორი შვილი, 18 წლის ტყუპები, ემმა და მაქსი ჰყავთ.
მუსიკოსს კიდევ ოთხი შვილი ჰყავს წინა ურთიერთობებიდან: 35 წლის ჩეისი, 31 წლის არიანა, 25 წლის კრისტიანი და 22 წლის რაიანი.
ფოტო: როგორ აღნიშნა მარკ ენტონიმ და მისმა 26 წლის მეუღლემ ვაჟის იუბილე
მარკ ენტონი 25 წლით უმცროს მეუღლეს ვერ წყდება
