მსოფლიო მოდის ისტორიის სამ საკულტო ადამიანზე – ალექსანდრ მაკქუინზე, ქეით მოსსა და მარკ ჯეიკობსზე სერიალი მზადდება.
პროექტს საფუძვლად Vanity Fair-ის ყოფილი ჟურნალისტის, მორინ კალაჰანის წიგნი „Champagne Supernova“ დაედება, რომელშიც მოთხრობილია, როგორ დაიპყრო ორმა დიზაინერმა და მოდელმა მოდის ინდუსტრია.
ქეით მოსის კარიერა 14 წლიდან დაიწყო. მას რომანი ჰქონდა ისეთ ცნობილ მამაკაცებთან, როგორიც ჯონი დეპი და პიტ დოერტი არიან. მარკ ჯეიკობსი დიდი ხნის მანძილზე Louis Vuitton-ის მთავარი დიზაინერი იყო, ამჟამად კი საკუთარი საკმაოდ წარმატებული ბრენდი აქვს. რაც შეეხება ალექსანდრ მაკქუინს, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოდელიორი იყო, თუმცა სიცოცხლე 2009 წელს თვითმკვლელობით დაასრულა.