LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”მარკო” ბათუმში ახალ ფილიალს ხსნის

1007

ავეჯის სახლი ”მარკო”  ბათუმში რიგით მეორე ფილიალს გახსნის.  ახალი მაღაზია სავაჭრო ცენტრ ”ბათუმი სითი მოლში” განთავსდა და აქ 4 ადამიანი დასაქმდება. როგორც ”ფორტუნას” ავეჯის სახლიდან აცნობეს, ფილიალი 500 კვადრატულ მეტრზეა წარმოდგენილი და მომხმარებელს  ყველა ტიპის ავეჯის ყიდვის შესაძლებლობას აძლევს.

”ოფიციალურად 1 ოქტომბერს გავიხსნებით. ჩვენი პროდუქცია, ძირითადად, გათვლილია საშუალო და მაღალ საფასო სეგმენტზე. თუმცა, ხშირად გვაქვს ფასდაკლების აქციები და ვცდილობთ, რომ  ”მარკოს”  ავეჯი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს”, – განაცხადეს ავეჯის სახლში.

მათივე ინფორმაციით, კომპანიას  ავეჯი აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოაქვს.  პროდუქციის უდიდესი ნაწილი  კი მალაიზიიდანაა იმპორტირებული.

ცნობისთვის, ”მარკო” კერძო კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა და ამჟამად ფილიალებს  საქართველოს ოთხ ქალაქში ფლობს: თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში.  როგორც ავეჯის სახლში აცხადებენ,  ”მარკოს”  მთავარი მისიაა მომხმარებელს შესთავაზოს გამორჩეული დიზაინის მქონე, უმაღლესი ხარისხის ავეჯი და უზრუნველყოს სრული სერვისით, რომელიც იწყება კარგი მომსახურებით, უფასო ტრანსპორტირებითა და აწყობით.

ამასთან, ”მარკო” მუდმივად ცდილობს,  შეინარჩუნოს ხელმისაწვდომი ფასები ქვეყნის მასშტაბით. ასევე იძლევა ხარისხის 2-5 წლამდე გარანტიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები