აქამდე Santoni მხოლოდ ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების წარმოებაზე მუშაობდა, თუმცა, ძალიან მალე ყველაფერი შეიცვლება, რადგან მარკო ძანინიმ ბრენდისთვის მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის კოლექციის გამოშვება გადაწყვიტა. ტანსაცმლის ახალი ხაზი, რომელიც სავარაუდოდ Santoni edited by Marco Zanini-ს სახელს მიიღებს თებერვალში, მილანის მოდის კვირეულზე იქნება წარმოდგენილი.
რა სიახლეს შემოგვთავაზებს ძანინი, ჯერ უცნობია, თუმცა დიზაინერი, რომელიც მანამდე Dolce & Gabbana-ს,Versace-ს, Schiaparelli-ს და Rochas-ს მოდის სახლებთან მუშაობდა, ხასხასა ფერების და ფაქტურული ქსოვილის სიყვარულითაა ცნობილი, რაც იდეალურად ერგება Santoni-ს სტილს.
