LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარკო რუბიო: ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში შეხვედრის ფიასკოდ გადაქცევისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს

174
მარკო რუბიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში შეხვედრის ფიასკოდ გადაქცევისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ამის ფიასკოდ გადაქცევისთვის. არ იყო იმის საჭიროება, რომ ასეთი ანტაგონისტური ყოფილიყო“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

მარკო რუბიო არ არის დარწმუნებული, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის მიღწევა სურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g