LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარკო რუბიოს ვესაუბრე. რუსეთი ჩვენს დაყოფას შეეცდება, მოდით, მათ ხაფანგში ნუ გავებმებით“ – კაია კალასი

210
კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აშშ-სა და რუსეთს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ესაუბრა.

ინფორმაციას კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მარკო რუბიოს ვესაუბრე. რუსეთი ჩვენს დაყოფას შეეცდება, მოდით, მათ ხაფანგში ნუ გავებმებით. აშშ-სთან ერთად მუშაობით შეგვიძლია მივაღწიოთ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უკრაინის პირობებით“, – წერს კაია კალასი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g