საქართველოს ნაკრების და თურქული „დარუშაფაკას“ მსროლელს მანუჩარ მარკოიშვილს იტლიაში ვარსკვლავი გაუხსნეს. იტალიურმა კლუბმა “კანტუმ”, სადაც ქართველი თურქეთში წასვლამდე 2009-2013 წლებში თამაშობდა, მანუჩარ მარკოიშვილს გუნდისთვის გაწეული ღვაწლი დაუფასა და საკუათარი არენის შესასვლელთან ვარსკვლავი გაუხსნა.
შეგახსენებთ, მარკოიშვილი ტრავმის გამო ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარა. ილიას ზუროსის შეგირდებმა ევროპირველობის საგზური მარკოიშვილის გარეშე მოიპოვეს, თუმცა გამოცდილი მსროლელის დახმარება ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად დასჭირდებათ. მანუჩარის სამქულიანები და დაცვაში საუცხოო თამაში ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ნამდვილად აკლდა.