LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარკუს მეტრეველი: პეროების წელი მოდის

9

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” მარკუს მეტრეველი ესტუმრა.


ძალიან მიხარია, რომ თქვენთან ვარ, წინასაახალწლო პერიოდი სიყვარულით და სიხარულით არის სავსე. მოვედი პატარა გოგონებთან ერთად, ჩვენ ერთად ვმღერით. გია ნიკოლაძემ მაჩუქა სიმღერა, გიამ თავად შემომთავაზა ხომ არ შეასრულებდიო, რომ მოვისმინე მაშინვე დამებადა იდეა გამეკეთებინა ბევრ ბავშვთან ერთად და ასეც მოხდა, ჩემთან ერთად ”კატრინის” მოდელები მღერიან. ჩაფიქრებული მაქვს კლიპის გადაღებაც. სიმღერას ჰქვია ”ბავშვი”. ისეთი ტექსტია, რომ ბავშვს არ გაუჩნდება შეკითხვა, საიდან გაჩნდნენ ისინი… რომ ბავშვებს არ პოულობენ კომბოსტოში და არ მოყავს წეროს და რომ ისინი ჩვენი სიყვარულის ნაყოფნი არიან. არანჟირება ეკუთვნის ზაზა ხუბუკელაშვილს.


როგორ ემზადები ახალი წლისთვის?

რამდენიმე კონცერტი მაქვს თბილისშიც და რეგიონებშიც. იმედია პოზიტიური ახალი წელი იქნება, ცეცხლოვანი მამლის წელი. სხვათაშორის, მაიმუნის წელიწადმა მაიმუნურად ჩაიარა. მე მჯერა ზოდიაქოს ნიშნების და აღმოსავლური კალენდრის, ამიტომ ყოველთვის ვითვალისწინებ და ვეცნობი სიახლეებს. ვუსმენდი ბატონ მიხეილ ცაგარელს და გავითვალისწინებ ყველა რჩევას, მათ შორის სუფრასთან დაკავშირებითაც. მოკლედ, მოდის პეროების წელი…


რაიმე ტრადიცია ხომ არ გაქვს ახალი წლის ღამეს?

ერთ-ერთმა ეზოთერიკოსმა მირჩია, რომ ბოლო 15 წუთის განმავლობაში უნდა ჩამოწერო ათი სურვილი რაც გინდა რომ მოხდეს, ათი რამ რაც არ გინდა რომ მოხდეს, უნდა დაწვა და ფერფლი
გადავყაროთ.


ნაძვი მორთე?

კი რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს საახალწლო განწყობა, ლამაზი და მდიდრული გამოვიდა. ყოველ წელს სამ ახალ სათამაშოს ვამატებ და სამ სურვილს ჩავიფიქრებ ხოლმე. თოვლის ბაბუა ჩემთვის არსებობს, საკუთარ თავს თავად ვჩუქნი ხოლმე საჩუქარს. ძალიან მიყვარს სათვალე, საათი, პარფიუმერია…


როგორი ფეხი გაქვს?

ძალიან გრძელი და ლამაზი, სხვა ყველაფერთან ერთად კარგი ფეხები მაქვს. ვარ ძალიან პოზიტიური ადამიანი, თავად ვარ ხოლმე ასევე საკუთარი ოჯახის მეკვლე, შევაშრიალებ ხოლმე 31 დეკემბრის ღამეს ნაშოვნ ფულს…


შენ ყოველთვის კარგ ფორმაში ხარ…

ახალ წელს 2-3 დღე რომ არ ავიშვა, გამორიცხულია. მე არ მაქვს დიეტა, მე მაქვს სწორი კვება – საუზმე, სადილი და ვახშამი. დილას შავი პური, მოხარშული კვერცხი, ზეთის ხილი, ავოკადო… სხვათა შორის, ძალიან ბევრს ვჭამ, ვვარჯიშობ და ამიტომ არ ვიმატებ. შუადღეს სერიოზული სადილი მაქვს, თავისი სალათით. მყავს დამხმარე ქალბატონი, რომელიც მიმზადებს ჯანსაღ საკვებს. წითელი ღვინო არის ჩემი ცხოვრების განწყობა, ყოველთვის ვაყოლებ ხოლმე სადილს. დღეგამოშვებით ვვარჯიშობ, მაქვს ორი ტიპის ვარჯიში, ერთი ის, რომ დარბაზში დავდივარ, მეორე კი სექსი.

მარკუს მეტრეველი – ბავშვი

AudioMARKUS METREVELI – BAVSHVI

გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audioduetimarkusa

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები