LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულის 69-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ – რას ამბობენ ბრალდების და დაცვის მხარეები

132
როვშან ისკანდაროვი

მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, როვშან ისკანდაროვსა და ექბარ ისკანდაროვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა, რაც მოსამართლე გვანცა ჩიქოვანმა დააკმაყოფილა.

საქმის პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ორივე ბრალდებულმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა.

ბრალდებულების ადვოკატის განცხადებით კი, შესაძლოა, საქმე ეხებოდეს პროცედურის დარღვევებს, თუმცა არა გაყალბებას. მისი თქმით არცერთი ყალბი ბიულეტენი არ არის საქმეში წარმოდგენილი:

„ბრალდებულის პოზიციაა, რომ საქმე გვაქვს არა გაყალბების ფაქტთან, არამედ, შესაძლოა, საქმე გვქონდეს პროცედურის დარღვევებთან და არამც და არამც გაყალბებასთან. არცერთი ყალბი ბიულეტენი არაა საქმეში წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბრალდებულებმა ეს ბიულეტენები ჩაყარეს საარჩევნო ყუთში“,– განაცხადა ადვოკატმა.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 25 დეკემბერს, 14:00 საათზე, ბოლნისის სასამართლოში ჩაინიშნა.

ცნობისთვის, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, როვშან ისკანდაროვსა და ექბარ ისკანდაროვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით (არჩევნების გაყალბება) გუშინ 31 ოქტომბერს წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მივმართავ მარნეულის საოლქო კომისიას, სასწრაფოდ გაერკვნენ სიტუაციაში და მიიღონ სათანადო გადაწყვეტილება“ – რას ამბობს გიორგი კალანდარიშვილი მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარ ფაქტზე

პრეზიდენტი: „სირცხვილია და ამორალურია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g