მარნეულის სოფელ კიროვკაში შვიდი წლის ბიჭი არხში დაიხრჩო. ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი სოფელში სტუმრად ბებია-ბაბუასთან იმყოფებოდა.
თვითმხილველთა განცხადებით, ბიჭი არხთან თამაშობდა. გაუჩინარების შემდეგ კი მისი ძებნა დაიწყეს და არხში დაღუპული იპოვეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.