LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში 41 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

118
police-line-do-not-cross-900x524-e1493546446914-1523967718

მარნეულში, კუმისის ტბასთან, 41 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილია, ის ხანძრის შედეგად მიღებული დამწვრობებით გარდაიცვალა.

დაღუპულის ახლობლების ცნობით, მამაკაცი რამდენიმე დღის წინ მეგობრის სახლში სტუმრად მივიდა, სადაც ხანძარი გაჩნდა. მათი ვერსიით, მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი კვალის დასაფარად სახლს ცეცხლი გაუჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან გადადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღვკეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შსს ამ ეტაპზე სხვა დამატებით ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები