მარნეულში, სოფელ კიროვკაში ნიჯად მამედოვა, თავში ბლაგვი საგნის ჩაარტყმის შედეგად არის მოკლული, – ამის შესახებ გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ. მათივე ინფორმაციით, მამედოვა, სავარაუდოდ, წუხელ არის მოკლული და ცხედარი დილით ნახეს ნათესავებმა.
ახლობლებს მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ და აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია ვის შეეძლო მოეკლა ნიჯად მამედოვა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ეზოში მიწა იყო ამოთხრილი, სავარაუდოდ, მოკლულის დასამარხად.
შსს-ს ცნობით მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დადგენილია და მიმდინარეობს მისი სამძებრო ღონისძიებები.