LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში 90 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი იხსნება

51

მარნეულში, სოფელ კაპანახჩში 90 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი იხსნება.

როგორც ”ფორტუნას” მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, პროექტი პოლონეთისა და იაპონიის საელჩოს მხარის თანადაფინანსებით განხორციელდა.

პოლონურმა და იაპონურმა მხარეებმა შენობის რეაბილიტაცია და ინვენტარიზაცია უზრუნველყვეს. ამისთვის, მათ 126 981 ლარი გამოყვეს. საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ იზრუნა, რისთვისაც, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 857 ათასი ლარი დაიხარჯა.

როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, ბაღის გახსნის შემდეგ მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ხარჯს ადგილობრივი თვითმმართველობა დაფარავს.

ამ დროისთვის საბავშვო ბაღში 15 ადგილობრივია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g