მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
არსებული ცნობითვე, დაჭრილი კლინიკაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.