მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობა ყელის არეში მიაყენეს.
ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
