მარნეულში უბედური შემთხვევა მოხდა.
შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, დღეს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 38 წლამდე ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, აბაზანაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლა და გარდაიცვალა, მას ორი შვილი დარჩა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
