მარნეულში, მშენებარე ბინიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
მედიასაშუალება Marneulinews-ის ცნობით, ინციდენტი დღეს დილით, 26 მაისის ქუჩაზე მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.