შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოში ერთი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 7,13 გრამი ჰეროინის შემცველი 52,82 გრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
შსს-ის ცნობით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ა.მ. დაკავებისას ოპიუმის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
