LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში პირველი ბიბლიოთეკის მშენებლობა დასრულდა

194

მარნეულის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების მქონე საჯარო ბიბლიოთეკა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში ამ დრომდე არ არსებობდა ბიბლიოთეკა, გამომდინარე აქედან, მოქალაქეების სურვილის გათვალისწინებით და გამგებლის ინიციატივით, 2014 წელს ოქტომბერში, ქალაქ მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე რუსთაველის #71–ში დაიწყო.

შენობა  ორსართულიანია, გადაწყვეტილია რკინა–ბეტონის მონოლითურ კარკასში და არის მართკუთხა ტრაპეციული ფორმის. ბიბლიოთეკას გადაშლილი წიგნის ფორმა აქვს.

ბიბლიოთეკის მშენებლობისთვის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 333 000 ლარი დაიხარჯა.

მისი ინვენტარისა და საჭირო დეკორაციებით აღჭურვისთვის ადგილობრივის და სკვერის მოწყობისთვის ადგილობრივ ბიუჯეტიდან  საერთო ჯამში  336  048 ლარი გამოიყო.

ბიბლიოთეკის არსებობის მიზანია, მოემსახუროს  ცოდნაზე,  განათლებაზე  ორიენტირებულ  წიგნიერი, განათლებული და ლოგიკურად მოაზროვნე ახალგაზრდის ჩამოყალიბების საქმეს.

უნდა აღინიშნოს, რომ მარნეულში მცხოვრებთ  მსგავსი სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა არასდროს ჰქონიათ. მომხმარებლებს, ამ სივრცეში ეძლევათ შესაძლებლობა ლიტერატურის მოძიებისთვის გამოიყენონ როგორც ფიზიკურად არსებული წიგნის  ფონდი, ისე ელექტრონული რესურსი და ინტერნეტით მოპოვებული საჭირო ინფორმაცია.

როგორც “ფორტუნას” მარნეულის გამგეობიდან აცნობეს, ახლადგახსნილი ბიბლიოთეკა  იქნება ადგილი, სადაც მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა ლიტერატურული საღამოების მოწყობის, კონფერენციების, ტრეინიგებისა და საქმიანი შეხვედრების ორგანიზების.

ბიბლიოთეკის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს მარნეულში  სხვადასხვა ეთნოსების ინტეგრაციის ხელშეწყობას, კულტურული ურთიერთიერთობების გაღრმავებას და ტოლერანტული დამოკიდებულების  განმტკიცებას.

შენობაში  განთავსებულია  საბიბლიოთეკო, სამუზეუმო, კულტურული მემკვიდრეობისა და  ტურიზმის  მიმართულების სივრცეები.

შენობა აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარით– ავეჯითა და სუვენირებით. ბიბლიოთეკის წინ მოეწყო სკვერიც.

პროექტის ფარგლებში  გამწვანდა აღნიშნული ტერიტორია  ბალახითა და ბუჩქოვანი ხე-მცენარეებით. სკვერის ტერიტორიაზე  ასევე აშენდა მცირე ზომის ერთ სართულიანი კაფე ტერასით, რომელიც გათვლილია მხოლოდ მზა პროდუქციისა და უალკოჰოლო სასმელის რეალიზაციისათვის.

ლენტის გაჭრის  ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მხარის გუბერნატორმა  პაატა ხიზანაშვილმა და  მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა.

ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე,  პოლონური  დელეგაციის წარმომადგენლები  და სხვა მოწვეული სტუმრები.

პრეზიდენტმა ბიბლიოთეკის  შიდა ინტერიერი დაათვალიერა და შთაბეჭდილებების წიგნში პირველი ჩანაწერი დატოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g