მკვლელობა მოხდა მარნეულის რაიონში- გარდაცვლილია შუახნის ქალბატონი, რომლის ცხედარი მისმა ნათესავმა იპოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი ეზოში აღმოჩენილია გათხრილი ორმო, სადაც სავარუდოდ, მოკლული ქალბატონი უნდა დაემარხათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მის დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.