LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Maroon 5-ის კონცერტისთვის ,,საქართველოს რკინიგზამ“ დამატებითი ელექტრომატარებლები დანიშნა

58

,,საქართველოს რკინიგზამ“ ბათუმის მიმართულებით დამატებითი ელექტრომატარებლები დანიშნა.

”საქართელოს რკინიგზის” ინფორმაციით, გადაწყვეტილება, Maroon5-ის კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის და შესაბამისად მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გათვალისწინებით მიიღეს.

დამატებითი ელექტრო მატარებლები მგზავრებს 6, 7 და 8 ივნისს მოემსახურებიან.

მატარებელთა მოძრაობის განრიგი შემდეგია:

თბილისი (გასვლა) 10:25 სთ – ბათუმი (ჩასვლა) 15:40 სთ.

ბათუმი (გასვლა) 16:35 სთ – თბილისი (ჩასვლა) 22:00 სთ.

თბილისი (გასვლა) 07:20 სთ – ბათუმი (ჩასვლა)12:35 სთ.

ბათუმი (გასვლა) 14:00 სთ – თბილისი (ჩასვლა) 19:10 სთ.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g