საფრანგეთის ქალაქ მარსელში მდებარე ევროპის ცივილიზაციის მუზეუმი ნუდისტებისთვის ექსკურსიების ჩატარებას იწყებს. სიახლის შესახებb yahoo news წერს.
ექსპოზიციის დათვალიერების დროს ვიზიტორებს ტანსაცმლის სრულად გახდის უფლება მიეცემათ. ერთადერთი რეკომენდაცია ფეხსაცმლის ტარებაა.
ექსკურსიები იმ ადამიანებისთვის ვისაც ვიზიტი ტანსაცმლის გარეშე სურს, თვეში ერთხელ, საღამოობით ჩატარდება ხოლმე. ნუდისტური სეანსის დროს სხვა დამთვალიერებლებისთვის კარი დაკეტილი იქნება.
აღსანიშნავია, რომ მარსელის მუზეუმში ნატურიზმის შთაგონებით შექმნილი 600-ზე მეტი ფოტო, ფილმი, ჟურნალი, ნახატი, სკულპტურა და ხელოვნების სხვა ნიმუშია გამოფენილი.