LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იკრძალება

56138020_TV7kXxQVflTAhXXZ2icQXQGoQuIfMnz1efILWIZ6p4o

თბილისის მერიის განცხადებით, 19 და 20 თებერვალს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე მარშალ გელოვანის გამზირზე („ვეფხის და მოყმის“ ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე) საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება. ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე.

შეზღუდვა 21 და 22 თებერვალს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდეც დაწესდება. მოძრაობა გადაიკეტება დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე.

პარალელურად, ნაწილობრივ შეიზღუდება გადაადგილება ვაშლიჯვრის შუქნიშნიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g