LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტა ბარამიძემ პოლიციელს სცემა – „არ მომწონს ისეთი მამაკაცები, თავი მამლაყინწებად რომ მოაქვთ…“

1084
martabaramidze215

„მასტერშეფის“ ერთ-ერთი პოპულარული მონაწილე, კულინარი მარტა ბარამიძე ჟურნალ „გზას“ ერთი შემთხვევის შესახებ უყვება, რომლის დროსაც ბიჭს სცემა.

მარტა ბარამიძე:

„არ მომწონს ისეთი მამაკაცები, თავი მამლაყინწებად რომ მოაქვთ და სინამდვილეში გაურბიან სირთულეებს. ერთი შემთხვევა გამახსენდა. ჩხუბში ჩემი მეგობრის ყველა ძმაკაცი გაიქცა და მარტო დატოვეს. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, მე ჩავერიე. მერე სხვები მოვიდნენ და უნდოდათ, ეს ჩემი მეგობარი საქმის გასარჩევად წაეყვანათ. ვუთხარი, არ გაგატანთ-მეთქი. ამ გოგოსთან შანსი არ გვაქვსო, თქვეს. ისეთი დასისხლიანებული იყო მათი ძმაკაცი, მიხვდნენ, თავს არ დავანებებდი. დიდი ბეჭდები მეკეთა და ის ხელი ვურტყი იმ საწყალს. რომ შემომხედავ, ერთი პატარა გოგო ვარ, მაგრამ როცა ახლობლებს ემუქრებათ საშიშროება, საოცარი ძალა მეძლევა.

გინდა თქვა, რომ ჩხუბში ბიჭს მოერიე?

კი, ვცემე. პოლიციელი აღმოჩნდა. მერე გავიცანი. ამ ამბავზე ძალიან ვიხალისეთ. სქელძირიანი ფეხსაცმელი მეცვა და მეუბნებოდა, კიდევ კარგი, ფეხი არ დამარტყი, გადარჩენილი ვარო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები